|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"შენობა ინგრევა, ვითხოვთ ყურადღებას, მაგრამ არ აინტერესებთ"

ქუთაისში, ანჯაფარიძის ქუჩის #19 ბინის მცხოვრებლები მერიას უყურადღებობაში ადანაშაულებენ. ადგილობრივების განცხადებით, მათ გასული წლის 30 აგვისტოს მიმართეს მერიას და საცხოვრებელზე საწრეტი მილების დაყენება მოითხოვეს. ამასთან, მათ მერიაში თანადაფინანსებისთვის აუცილებელი თანხის თავიანთი  წილი - 160 ლარი შეიტანეს და ტენდერის გამოცხადებას ელოდნენ, თუმცა უშედეგოდ.

ბინის ამხანაგობის თავმჯდომარის ნინი თვალავაძის განცხადებით, ვინაიდან მოხდა საბუთების დაგვიანებით შეტანა, პირველად გამოცხადებულ ტენდერში მათი ბინა ვერ მოხვდა, თუმც პირობა მიიღეს, რომ მეორედ გამოცხადებული ტენდერის დროს მათ შენობაზე საწრეტი მილების მონტაჟი მოხდებოდა.

ნინი თვალავაძის განმარტებით, მას შემდეგ რამდენჯერმე მივიდა მერიაში, თუმცა უშედეგოდ. 

"საწრეტი მილების რეაბილიტაციისთვის 160 ლარი შევიტანეთ, მოსახლეობა ელოდება მოწყობას, თუმცა უშედეგოდ, მე ვარ ამხანაგობის თავმჯდომარე და მე მთხოვენ პასუხს. მათ გონიათ, რომ არ ვინტერესდები ამ სამუშაოებით და აინტერესებთ, სად  წავიდა ეს თანხა, ამიტომ გადავწყვიტე, სხვა გზა რომ არ იყო, შევედი კამერით და პირდაპირ ეთერში ვაჩვენე ჩვენი საუბარი, რომ ჩემს ბინაში მცხოვრებლები დარწმუნებულიყვნენ, როგორ მპასუხობდნენ მერიაში. ვიდეოში ჩანს, როგორ მომმართავს ჯონი არაბიძე, საბინაო სამსახურის უფროსი, რომელსაც 15 წუთის განმავლობაში ესმოდა, როგორ ვესაუბრებოდი მის თანამშრომლებს და რომელიც კაბინეტიდანაც არ გამოვიდა, მას ეგონა, რომ ვერ შევიდოდი მასთან ოთახში, მაგრამ, როდესაც შევედი, დაიწყო ჩემი ლანძღა. ეს არის აგრესიული ადამიანი", -აცხადებს ნინო თვალავაძე.

  მის თქმით, მას შემდეგაც მის პრობლემით არავინ დაინტერესებულა, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დღის წინ შენობიდან  ჩამოვარდნილი ფასადის ნატეხი ადგილობრივ მცხოვრებს დაეცა.

"შენობა ინგრევა, ვითხოვთ ყურადღებას, მაგრამ არ აინტერესებთ. ყველაფერი შესაკეთებელია და გვინდოდა, ასე თანადაფინანსებით გაგვეკეთებინა, მაგრამ მეზობლებს როგორ მოვთხოვო სხვა  თანხა, როდესაც ამასაც არ აკეთებენ. ბავშვები გზაზე თამაშობენ და პატარა სკვერში სასრიალოს დადგმას ვითხოვდით, გასულ წელს მივიღეთ თანხმობა, მაგრამ ახლა მეუბნებიან, რომ წინა სამსახურის უფროსის ნებართვა მათ არ ეხებათ, თუ წინა წელს სკვერის მოწყობაზე გაცემული საქმე არ ეხებათ, მაშინ საბინაო სამსახურის მიერ გაცემული ნებართვა როგორ ეხებათ? მაგრამ მთავარი ისაა, რომ არაფრის გაკეთება არ უნდათ.  გიორგი ჭიღვარიას რომ დასდევდა არჩევნებში ჯონი არაბიძე, ეს არაა საქმე, თუ ვერ ართმევენ საქმეს თავს, სხვა დანიშნონ"-აცხადებს ნინო თვალავაძე.

 ადგილობრივებს ასევე შენიშვნა აქვთ ოლქის მაჟორიტარი დეპუტატ გიორგი ჭეიშვილთანაც. მათი თქმით, გიორგი ჭეიშვილი მათი პრობლემებით არ ინტერესდება.


"არ გამოჩენილა არჩევნების მერე, რამდენჯერმე მივმართეთ, მაგრამ არ აინტერესებს.  რისი მაჟორიტარია? სანატრელი შეიქმნა დრო, როდესაც დენის "ინკასატორად" დადიოდა, ვნახულობდით მაინც", -აცხადებს ნინო თვალავაძემ.  

მერიაში საკითხთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ.

 

 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა