|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში, ანჯაფარიძის ქუჩის მცხოვრებლები გზის გადაკეტვით იმუქრებიან

ქუთაისში ანჯაფარიძის ქუჩის მცხოვრებლები უხარისხო წყლის მიწოდებას აპროტესტებენ. მოსახლეობა გზის გადაკეტვით იმუქრება.

"ხვალიდან გადავკეტავთ მთელ ანჯაფარიძის ქუჩას, დაბინძურებული წყალი მოგვეწოდება, საშინელი სუნი აქვს. როგორც "წყალკანალში" გვითხრეს, ჩვენს ქუჩას ძველი ავზიდან მოეწოდება წყალი, რომელიც არ ივსება. კატასტროფულ სიტუაციაში ვართ. მოდიან, გვამოწმებენ, ხომ არ მოვიწამლეთ და მიდიან... მურღულია და მისი მთავრობა ასე ექცევა ხალხს. თუ დროულად არ მოგვიგვარებენ პრობლემას, აქციებს დავიწყებთ“,-აცხადებს ანჯაფარიძის ქუჩის მცხოვრებელი ნინო თვალავაძე.

ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ ანჯაფარიძის ქუჩის მცხოვრებლებმა გზის პრობლემის მოსაგვარებლად მიმართეს, რომლის რეაბილიტაციაც უახლოეს მომავალში დაიწყება, ხოლო წყალთან დაკავშირებით, მერია გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის კომპეტენციაში ვერ ჩაერევა.

"ნიუპრესი" დაუკავშირდა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას, რომლის პასუხს შეძლებისთანავე მოგაწვდით.

 

(გამოყენებულია ჩვენი არქივის ფოტო)

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა