|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში საპროტესტო აქციაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

ქუთაისის მერიასთან საპროტესტო აქციის მონაწილეებს და "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს შორის ფიზიკურ დაპირიპირება მოხდა.

აქციის წევრებმა, რომლებიც მსვლელობით მერიასთან მივიდნენ,  პერფორმანსი მოაწყვეს და სტაფილოებით "ბიძინა" დაწერეს.

აქციის მონაწილეებსა და ადგილზე მყოფ "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მალე შეხლა- შემოხლაში გადაიზარდა.  

"ქართული ოცნების" მხარდამჭერის გაბრიელ ფონკელშტერნის თქმით, აქციის მონაწილეებმა მას შეაფურთხეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.  მისი თქმით, რეჟიმის მონაწილეებს საქართველოში ცხოვრების უფლება არ აქვთ.

თავის მხრივ, აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ მათ პროვოკატორები დაახვედრა და დაირღვა გამოხატვის უფლება.

ამ წუთებში აქცია მერიასთან გრძელდება. ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა