|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში არასრულწლოვანი ტელეფონების ძარცვის ბრალდებით დააკავეს

 ქუთაისის პოლიციამ  2002 წელს დაბადებული,  წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი შ.ჩ. ქურდობის ბრალდებით დააკავა.

გამოძიების თანახმად, მან მიმდინარე წლის 22 სექტემბერს, ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე, კომპანია „ჯეოსელის“ ოფისში ფარულად შეაღწია, სადაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა სარეალიზაციოდ გამზადებულ 5 მობილურ ტელეფონს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, არასრულწლოვანი მომხდარიდან რამდენიმე საათში, ბაღდათში დააკავეს.

პოლიციამ, დაკავებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკისას, ხუთივე მოპარული მობილური ტელეფონი ნივთმტკიცებად ამოიღო.

ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება არაერთგზის ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 35.35%
გაუარესდა - 50.51%
არ შეცვლილა - 14.14%
სულ - 99 ხმა