|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ასსაფეხურიანი კიბისა და ცენტრალური შადრევნის რეაბილიტაცია იწყება

ქუთაისში ასსაფეხურიანი კიბის  და აღმაშენებლის მოედანზე მდებარე ცენტრალური შადრევნის რეაბილიტაციის სახელმწიფო შესყიდვის ტენდერი დასრულდა,  - ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს. 
უწყების ცხნობით, მალე ორივე ობიექტის სამშენებლო სამუშაოები დაიწყება.
სატენდერო პირობების თანახმად, მათი სრული რეაბილიტაციაა გათვალისწინებული.
ასსაფეხურიანი კიბის პროექტის მიხედვით, შეიცვლება არსებული დაზიანებული მოპირკეთება, განათების და სანიაღვრე სისტემები. განახლდება გამწვანება. NAT210017615 ტენდერის შედეგის მიხედვით, სამუშაოებს ბრიტანია ქონსთრაქშენი 673 821 ლარად შეასრულებს. 
 
ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე არსებული შადრევნის რეაბილიტაცია კი მოიცავს ობიექტის დაზიანებული ელემენტების აღდგენას. აღდგება განათების სისტემა, დაზიანებული მოპირკეთება და გაიწმინდება ფიგურები. სრულად შეიცვლება შადრევნის შიდა ელექტრო მომარაგების სისტემა. NAT210017637 მიხედვით, სამუშაოებს შპს "დავითი"  527 000 ლარად შესასრულებს 
 

ავტორი: ნიუპრესი