|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში, ავანგარდის დასახლებაში მოსახლეობის მოთხოვნით გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს

ქუთაისში ავანგარდის დასახლებაში გამწვანების სამუშაოები დაიწყო. სამუშაოები ქალაქში მიმდინარე სხვა ინფრასტრუქტურული პროექტებთან ერთად ქუთაისის მერმა ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად დაათვალიერა. 
 
 ,,ავანგარდში დავიწყეთ სასაფლაოს მიმდებარე ზოლის გამწვანების სამუშაოები, რომელიც მოსახლეობის მოთხოვნა იყო. ადგილობრივები აღნიშნულ ტერიტორიაზე გამწვანებას მოითხოვდნენ და ჩვენ, მათ ამ დაპირებას ვუსრულებთ. აქ ცოტა ხანში სრულიად განსხვავებული გარემო იქნება," - განაცხად ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.
 
ქალაქის მერმა დეპუტატებთან ერთად, თბილისის ქუჩის სარეაბილიტაციო და მდინარე ოღასკურას ნაპირსამაგრი სამუშაოები მოინახულა. გიორგი ჭიღვარიამ ქუთაისის მაჟორიტარებს ასევე "თეთრი ხიდის", ეზოების კეთილმოწყობისა და ავანგარდის სასაფლაოს კედლის გამწვანების სამუშაოები აჩვენა. მერის  განცხადებით, ქალაქში კიდევ რამდენიმე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი იგეგმება, რომელიც წლის ბოლომდე დასრულდება.
 
 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა