|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ავანგარდის დასახლებაში რამდენიმე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს

ქუთაისში ავანგარდის დასახლებაში მიმდინარე  და დასრულებული პროექტები  ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა, პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი მხეიძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოინახულეს -  ინფორმაციას ქუთაისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს. 

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ავანგარდის დასახლებაში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები გასულ წელს დაიწყო. უკვე დასრულდა გზის მეორე ნაწილზე მუშაობაც. სულხან-საბას გამზირზე დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყო ღვარსადენი სისტემა, ბორდიურები, ტროტუარები და საგზაო ნიშნები დასახლებაში ფაქტობრივად დასრულებულია ახალი სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოებიც.

სკვერის ტერიტორიაზე გაშენდა მწვანე ნარგავები, მოეწყო მარტივი ტიპის სპორტული მოედანი ფეხბურთისა და კალათბურთისთვის, დაიდგა ძელსკამები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს განათების სისტემის დამონტაჟება. სულხან -საბას ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე კიდევ ერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იწყება- აქ აშენდება ქალაქის მუნიციპალური ავტოპარკი. ავტოპარკის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია.

ავტორი: ნიუპრესი