|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ავტომანქანა ქვეითად მოსიარულე ქალს დაეჯახა

ქუთაისში,  ფალიაშვილის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. თეთრი ფერის შევროლეტი ახალგაზრდა ქალს დაეჯახა, რომელიც ქუჩას არასათანადო ადგილას კვეთდა.

შემთხვევის შედეგად დაშავებული ქალის მდგომარეობა სტაბილურია, ის სასწრაფო დახმარების მანქანამ კლინიკაში გადაიყვანა.

პირველადი დათვალიერებით, მას ფეხი აქვს დაზიანებული.

შემთხვევის ადგილას მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.

ავტორი: ანა ლიპარიშვილი