|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე ნარჩენების საკომპოსტე მოედანი მოეწყობა

ქუთაისში ავტომშენებლის ქუჩაზე ნარჩენების საკომპოსტე მოედანი მოეწყობა. პროექტის განხორციელება 2019 წლიდან დაიწყება და წლის ბოლოს დასრულდება.

მოედანზე მხოლოდ მწვანე ნარჩენების შეგროვება მოხდება, რომელის კომპოსტირებითაც წარმოიქმნება სასუქი. მოედნის  შესახებ დღეს მერიაში ნარჩენების სეპარირების თემაზე გამართულ შეხვედრაზე გაჟღერდა. არსებული ინფორმაციით, მოედანი ავტომშენებლის ქუჩის ბოლოს, ააიპ "სპეციალური სერვისების" მიმდებარედ განთავსდება, სადაც მოხდება ნარჩენების კომპოსტირება. სავარაუდოდ, მიღებულ სასუქს თვითმმართველობა მწვანე ნარგავებისთვის გამოიყენებს. 

მოედანი პროექტის "მდინარეების ნარჩენების გარეშე-სუფთა შავი ზღვა" ფარგლებში მოეწყობა. ორწლიანი პროექტი ნარჩენების სეპარირებულ მართვას გულისხმობს, რომლის ფარგლებშიც პლასტმასთან ერთად მინის და ქაღალდის შეგროვება მოხდება. 

"მერიის მიერ დაწყებული პროექტის საკოორდინაციო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა. პროექტი  მიზნად ისახავს ნარჩენების სეპარირებული მართვის დანერგვას ქუთაისში.   პლასტმასთან ერთად, მინის და ქაღალდის შეგროვება და მათი ჩაბარება მოხდება. ამასთან მწვანე ნარჩენებისთვის მოეწყობა მოედანი და მოხდება კომპოსტირება. პროექტის ფარგლებში შევიძენთ ტექნიკას და გავიზიარებთ პარტნიორების გამოცდილებას", - განაცხადა პროექტის კოორდინატორმა ქეთევან ცხაკაიამ.

პროექტის საერთო ბიუჯეტი მილიონი ევროა. მასში გაწევრიანებულია სამი ქვეყნის ოთხი პარტნიორი. გრანტი 918 000 ევროა,  ქუთაისზე 418 000 ლარი გამოიყოფა. პროექტის პარტნიორი და განმახორციელებელია ქუთაისის მერია, რომელიც ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს, რაც გრანტის 8%-ს შეადგენს და ჯამში, ქალაქში ნარჩენების სეპარტირებაზე 448 000 ევრო დაიხარჯება. 

ქუთაისის ვიცე-მერის ნინო თვალთვაძის განცხადებით, ქუთაისი პირველი ქალაქია საქართველოში, სადაც ნარჩენების სეპარირებული შეგროვება მოხდება.

"ეს არის მერიის პროექტი და მთლიან პროექტს განაგებს მერია და არა თუ ჩართულია,  განმახორციელებელიცაა ამ მნიშვნელოვანი პროექტის.  უნდა დავგეგმოთ პირველი ექვსი თვე და დავადგინოთ ინდიკატორები. საქართველოში ვიქნებით პირველები სეპარირების მიმართულებით. პლასტმასის სეპარირებული შეგროვების დროსაც ისმოდა კითხვები, რამდენად ჩაერთვებოდნენ მოქალაქეები, მაგრამ მოსახლეობამ ამასაც თავი გაართვა და ახლაც იგივე მოლოდინია,  რადგან პროექტი, გარდა ტექნიკური აქტივობებისა,  ითვალისწინებს აქტიურ ინფორმირებულობას. ნარჩენების სპეციალური ურნები შესაბამის ადგილებზე განთავსდება და გვაქვს მოლოდინი, რომ პროექტი წარმატებით განხორციელდება", -განაცხადა ნინო თვალთვაძემ. 

პროექტი 2020 წელს დასრულდება.  მასში საქართველოს გარდა ჩართულია რუმინეთი და მოლდოვა. პროექტის მიზანია, გარემოს გაუმჯობესება, მდინარეების და შავი ზღვის ნარჩენებით დაბინძურების შემცირების ხელშეწყობა, ნარჩენების მართვის თანამედროვე მეთოდების დანერგვით და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების გზით. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილინესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა