|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 60 წლამდე მამაკაცი დაიღუპა

ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი 60 წლამდე მამაკაცს დაეჯახა. დაშავებული მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

თვითმხილველების თქმით, მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს და რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. მძღოლის დასაკავებლად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა