|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა ქალი დაშავდა

ცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში, ე.წ. ბეტონებთან. 

თვითმხილველების თქმით, მსუბუქი ავტომანქანა ახალგაზრდა ქალს დაეჯაკა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.

დაშავებული სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა გადაიყვანა. როგორც თვითმხილველებმა განაცხადეს, დაზარალებული გონზე იყო, თუმცა დაზიანებები აღენიშნებოდა.

 საქმეზე გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა