|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რვა თვის ბავშვი დაიღუპა

ქუთაისში, ჭომის დასახლებაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რვა თვის ბავშვი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილის მძღოლი და წინ მიმავალ ავტომობილს დაეჯახა, რომელშიც ცოლ-ქმარი ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა.
 
დედა ბავშვებთან ერთად უკანასავარძელზე იჯდა, მას შვილი ხელში ყავდა. დაჯახების შედეგად ბავშვმა მძიმე დაზიანება მიიღო და ადგილზე გარდაიცვალა.
ქალს სახის ძვლების მოტეხილობა აღენიშნებოდა. მას კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა. მისი მდგომარეობა დამაკამაყოფილებელია.
 
ჯერჯერობით უცნობია, დაკავებულია თუ არა ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი.
შემთხვევა გუშონ საღამოს მომხდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.
 
 
 
 
 
 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა