|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში "ახალგაზრდული სივრცე" გაიხსნა

 "ახალგაზრდობის სააგენტომ“ ქუთაისის მერიასთან თანამშრომლობით კოლეჯ "იბერიას" ბაზაზე მცირე ახალგაზრდული სივრცე გახსნა. ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს. 

ამავე ინფორმაციით, დღეს, „ახალგაზრდობის სააგენტოს“, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიასა და კოლეჯ „იბერიას“ შორის მემორანდუმი გაფორმდა.

ახალგაზრდული სივრცე ფუნქციონირებას გაზაფხულიდან დაიწყებს. 

"სააგენტომ პირველადი ტექნიკური აღჭურვილობა და ექსპერტული დახმარება გამოყო, რათა ახალგაზრდული სივრცეების კონცეფცია სწორად და მიზნობრივად დაიგეგმოს, აღნიშნული სივრცე ფუნქციონირებას გაზაფხულიდან დაიწყებს.

მუნიციპალიტეტებში ახალგაზრდული სივრცის არსებობის საჭიროება, ახალგაზრდების საჭიროებების კვლევის მნიშვნელოვან მიგნებას წარმოადგენს, რომელიც სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლობით ჩატარდა. სწორედ აღნიშნული კვლევის შედეგები დაედო საფუძვლად, ადგილზე სტრატეგიის დოკუმენტს, რომელიც საჯარო განხილვების ეტაპს გადის და უახლოეს პერიოდში საკრებულოს წარედგინება დასამტკიცებლად“,-აღნიშნულია  ინფორმაციაში.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა