|
  • EUR 1 = GEL 3.1897
  • USD 1 = GEL 2.7137
|

ქუთაისში სამ ქუჩაზე ახალი ღვარსადენები მოეწყობა

ახალი ღვარსადენის ქსელის მოსაწყობად ქუთაისის მერია 44 726 ლარიან ტენდერს აცხადებს.

აღნიშნული თანხით მიმწოდებელმა ბოჭორიშვილის ქუჩის, გიორგი ბრწყინვალის პირველ და ბესიკის ქუჩის პირველ შესახვევებში ახალი ღვარსადენის ქსელის მოწყობა უნდა უზრუნველყოს.

 სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა განხორციელდეს.

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი