|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ახლადრეაბილიტირებული მე-10 და 32-ე საჯარო სკოლები გაიხსნა

“ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის ფარგლებში, ქუთაისში მე-10 და 32-ე საჯარო სკოლების რეაბილიტაცია დასრულდა, რის შედეგადაც, 1,450-მდე მოსწავლეს გაუუმჯობესდა სასწავლო გარემო. 

მათი ინფორმაციით, ფონდი საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო პროექტს აშშ-ის მთავრობის „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის“ (MCC) მეორე კომპაქტით/გრანტით ახორციელებს. კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტმა ენტონი უელჩერმა პროექტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, რომელიც მოსწავლეებს უკეთესი განათლების მიღების საშუალებას აძლევს.

მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ნათია ზედგენიძე, „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

„ქუთაისში გავხსენით ორი საჯარო სკოლა, რომელთა რეაბილიტაცია განახორციელა „ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა“ აშშ-ის მთავრობის მხარდაჭერით. ჯამში, ფონდი 91 საჯარო სკოლის სრულ რეაბილიტაციას და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით აღჭურვას ახორციელებს. მნიშვნელოვანია, რომ ამ სკოლებიდან 17 იმერეთში, ხოლო - 8 ქუთაისში მდებარეობს“ - განაცხადა ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ.

„ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ ინფორმაციით, ჯამში, 91 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაციის შედეგად, სასწავლო გარემო 40 ათასამდე მოსწავლეს გაუუმჯობესდება. პროექტის ბიუჯეტი 54 მილიონი აშშ დოლარია.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა