|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ახლადდამონტაჟებული "მშვიდობის ბურთი" დააზიანეს

ქუთაისში ახლადდამონტაჟებული "მშვიდობის ბურთი" დააზიანეს. უცნობმა პირებმა მონუმენტზე შავი საღებავით გაურკვეველი შინაარსის სიმბოლო დახატეს. 

"მშვიდობის ბურთი" გასულ თვეს დაიდგა. ბურთის იდეა ბესიკ ადამიას ეკუთვნის, რომელიც მის განთავსებას წლების განმავლობაში მოითხოვდა.

ბურთზე სხვადასხვა ენაზე სიტყვა "მშვიდობა" დაიწერა. 

2,5 მეტრის სიმაღლის ბურთი მოქანდაკე გიორგი კიკვაძის მიერ მომზადდა, რომელმაც მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა. 

"მშვიდობის ბურთის" მონუმენტის დამზადებისთვის ქუთაისის ბიუჯეტიდან 16 500 ლარი დაიხარჯა.

როგორც "ნიუპრესს" ქუთაისის მერიაში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირების  სამართალდამცველელებს უკვე მიმართეს  და  ფაქტის შესწავლა დაიწყო.

მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ზვიად ჯავახია მოსახლეობას მიმართავს, გაუფრთხილდნენ ქალაქის ინფრასტრუქტურას, წინააღმდეგ შემთხვევაში, დამნაშავეები კანონის ფარგლებში დაისჯებიან. 

მერიაში განმარტავენ, რომ ბურთის აღდგენა დაუყოვნებლივ მოხდება. 

 

 

 

 

ფოტო: არჩილ სხვედიანი

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა