|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ბაგრატ მესამის ძეგლის დადგმას ითხოვენ

ქუთაისში გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფის ბაგრატ მესამის ძეგლის დადგმას ითხოვენ. ძეგლის ესკიზის ავტორი მოქანდაკე გიორგი ლომთაძე ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, ქუთაისში იდგეს საქართველოს გამაერთიანებელი მეფის ძეგლი, რითაც კიდევ ერთხელ მოხდება საქართველოს ისტორიაში ქუთაისის როლისა და მნიშვნელების ხაზგასმა. 

 "საქართველოს გაერთიანება მის სახელთანაა დაკავშირებული, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ მისი ძეგლი ქუთაისში იყოს. როგორც ბაგრატის ტაძარია ქვეყნის ერთიანობის სიმბოლო, ასევე იქნება საქართველოს გამაერთიანებელი მეფის ძეგლი, ქვეყანას დღესაც ჭირდება გაერთიანება", - განაცხადა გიორგი ლომთაძემ. 

მისი თქმით,  ძეგლი ბაგრატის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა დაიდგას, ისე,  რომ მისი დანახვა ქალაქის სხვადასხვა ადგილებიდან იყოს შესაძლებელი, თუმცა,  მისივე თქმით,  კონკრეტული ადგილი და ზომები არქიტექტორებმა უნდა გადაწყვიტონ. მის მიერ შექმნილ ესკიზში მეფე ზის და მუხლებზე ხმალი უდევს.   

გიორგი ლომთაძე საზოგადოებას მის იდეასთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირებისაკენ მოუწოდებს.

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა