|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბალანჩინის ფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე ამსტერდამის საბალეტო აკადემიის რექტორი იქნება

ჯორჯ ბალანნჩინის რიგით მესამე საერთაშორისო ფესტივალის წელს 1-3 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება. ორგანიზატორების ინფორმაციით, წელს ფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე ამსტერდამის საბალეტო აკადემიის რექტორი ჟან ივ ესკერი იქნება.

 "ჟანთან დაკავშირება  მსოფლიოს საბალეტო ვარკვლავის მაია მახათელის დახმარებით შევძელით, მას გავაცანით ფესტივალის ორწლიანი ისტორია, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ქუთაისისათვის მასშტაბური ქორეოგრაფიული ფესტივალი  და დაგვთანხმდა, ბუნებრივია,  გადამწყვეტი როლი ითამაშა ფესტივალზე მონაწილე ქვეყნების სიმრავლემ"- განაცხადა ფესტივალის ორგანიზატორმა ნატალი პატარიძემ.

 ქუთაისში ფესტივალი უკვე ორი წელია ტარდება, მასში მონაწილეობს ევროპის წამყვანი საბალეტო სკოლები. გასულ წელს ჟიურის თავმჯდომარე ლა სკალას საბალეტო სკოლის  დირექტორი ანა მარია პრინა იყო.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა