|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში, ბანკის დაყაჩაღებისას დაჭრილ მამაკაცს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა

ქუთაისში, "საქართველოს ბანკის" ფილიალის დაყაჩაღებისას დაჭრილ მოქალაქეს გადაუდეგბელი ოპერაცია ჩაუტარდა.

მედიკოსების ინფორმაციით, მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია.  მას ჭრილობები მუცლის არეში აქვს მიყენებული.

თაბუკაშვილის ქუჩაზე ბანკის ფილიალში ერთი ადამიანი გუშინ საღამოს შეიჭრა. მან მოქალაქეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, თანხა გაიტაცა და მიიმალა.

გამოძიება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დამნაშავე დაკავებული არ არის. უწყების ინფორმაციით, ეჭვმიტანილის დადგენა-დაკავების მიზნით  ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

 

ქუთაისში, "საქართველოს ბანკში" მოქალაქე დაჭრეს

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა