|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში, ბარნოვისა და ჯავახიშვილის ქუჩებზე სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია იწყება

ქუთაისში,  ბარნოვისა და ჯავახიშვილის ქუჩის 16 ნომრამდე დახურული სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია იწყება. მერიის ინფორმაციით, ღია სანიაღვრე არხი მოსახლეობას საფრთხეს წლებია უქმნის, რადგან ის ძირითადად ანტისანიტარიის კერას წარმოადგენს, სადაც ქვეწარმავლები ბინადრობენ.

აღნიშნული მონაკვეთის მოსაწესრიგებლად ტენდერი უკვე გამოცხადდა და სამუშაოები მაისის ბოლოს დაიწყება. პროექტისთვის საჭირო თანხა 600 ათასი ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო. სამუშაოების დაწყებამდე დღეს ადგილობრივებს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი შენგელია, უქიმერიონის მაჟორიტარი დეპუტატი ამირან კოპალეიშვილი და მერის წარმომადგენელი ზაზა ჭელიზე შეხვდნენ.

„განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტებიდან პრიორიტედად ბარნოვისა და ჯავახიშვილის ქუჩაზე არსებული არხის მოწესრიგება გამოვყავით, რადგან ის საფრთხეს უქმნის თითოეულ მოქალაქეს და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. რეაბილიტაციის შედეგად მოხდება სანიაღვრე არხის დახურულ სისტემაზე გადასვლა, რაც მოხსნის არსებულ საფრთხეებს. სამუშაოების შედეგად სრულად მოწესრიგდება და 1500 მილიმეტრიანი მილები ჩალაგდება 870 მერტის სიგრძის არხში, რაც გაზრდის წყლის გამტარიანობას. სამუშაოების დაწყებას კი მაისის ბოლოდნ ვგეგმავთ-„ განაცხადა ქუთაისის საკრებულოს წევრმა, უქიმერიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ამირან კოპალეიშვილმა.

[R]

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა