|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ბავშვთა აღზრდა-განვითარების და უფლებების საკითხების შესახებ ფორუმი იმართება

ქუთაისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ეგიდით და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მხარდაჭერით ფორუმი „თანამედროვე გამოწვევები, თანამედროვე გადაწყვეტებით“ გაიმართა.

ორგანიზატორების განცხადებით,  ფორუმი გაეროს მიერ დაწესებულ ბავშვთა მსოფლიო დღესთან (20 ნოემბერი) დაკავშირებით იმართება.  ფორუმი ბავშვების აღზრდა-განვითარების და მათი უფლებების რეალიზების საკითხებს შეეხება. ამავე დროს  წარმოადგენილი იქნება პრევენციული ხასიათის რეკომენდაციები, წარმატებული პრაქტიკები და სახელმწიფოში არსებული კონკრეტული სერვისები, შესაძლებლობები და დაცვის მექანიზმები ბავშვთა საჭიროებების მიმართულებით.

ღონისძიებაში მონაწეილეობენ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი,  სახალხო დამცველის,  პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის,  ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლები. ასევე  ბავშვთა განვითარების, განათლების და ფსიქო-ემოციური თუ ფიზიკური ჯანმრთელობის საკითხებზე მომუშავე სხვადასხვა დარგის სპეციალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები.

ფორუმი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი საბიბლიოთეკო კორპუსის სააქტო დარბაზში იმართება.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა