|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ბენზოგასამართი სადგურების მშენებლობაზე შეზღუდვა დაწესდა

ქუთაისის მერიის ინიციატივითა და საკრებულოს გადაწყვეტილებით, ქალაქის დასახლებულ პუნქტებში ბენზო და გაზგასამართი სადგურების და მათი მომსახურე ნაგებობების მშენებლობაზე შეზღუდვა დაწესდა.

მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბაქარ ჭეიშვილის თქმით, აკრძალვა უსაფრთხოების ზომების დაცვის გამო ხდება. დაინტერესებულ მხარეს სადგურების მშენებლობისათვის რიგი პირობების დაცვა მოუწევს.

მშენებლობა არაერთხელ გამხდარა მოსახლეობის და ოპოზიციური პარტიების  უკმაყოფილების მიზეზი. აღნიშნული საკითხი პერიოდულად შუქდებოდა "ნიუპრესზე".

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა