|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ბერი ანდრიას ფონდმა საქველმოქმედო სპექტაკლი „სიკეთის საგალობელი“ წარმოადგინა

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში ბერი ანდრიას საქველმოქმედო ფონდის დასმა, ბერი ანდრიას ნარკვევების კრებულის მიხედვით დადგმული სპექტაკლი „სიკეთის საგალობელი“ წარმოადგინა.

სპექტაკლში ფონდის შვილობილები მონაწილეობდნენ. დასი უკვე 2 წელია არსებობს და ამ ხნის მანძილზე ბევრი ქალაქის სცენაზე წარადგინეს აღნიშნული სპექტაკლი.

 ქუთაისში საქველმოქმედო სპექტაკლი ქუთაისის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.

სპექტაკლს ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.

სპექტაკლიდან შემოსული თანხა ,,ბედნიერი სახლის" მშენებლობას მოხმარდება. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა