|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში გაზაფხულზე ბინას 400-მდე დევნილი ოჯახი მიიღებს [VIDEO]

­ქუთაისში, სასტუმრო "მთის ბროლში" მცხოვრებ დევნილებს დევნილთა და განსახლების  მინისტრი სოზარ სუბარი შეხვდა. ადგილზე მასთან ერთად იმერეთის ვიცე გუბერნატორები იმყოფებოდნენ.

 მინისტრის განცხადებით, ყოფილი სასტუმროს  შენობა ავარიულია, ლევან სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე მისი რეაბილიტაცია შეუძლებელია, შენობაში მცხოვრებ 50-მდე ოჯახს კი შენობის დატოვება მოუწევს. მინისტრის თქმით, ისინი ბინას ახლადაშენებულ შენობაში მიიღებენ.

დევნილებისათვის ახალი ბინების გადაცემა მარტში იგეგმება.

სუბარის თქმით, გაზაფხულზე 400-მდე ოჯახი მიიღებს ახალ ბინას აღმაშენებლის გამზირზე არსებულ შენობაში.

ის ოჯახები, რომლებიც "მთის ბროლში" ცხოვრობენ, თუმცა იქ არ აღმოჩნდნენ დარეგისტრირებული, ამ ეტაპზე ბინებს ვერ მიიღებენ.

ისინი  შიშობენ, რომ უსახლკაროდ დარჩებიან.

როგორც მათ მინისტრმა განუმარტა, ისინი ბინებს თავიანთი ქულების მიხედვით მიიღებენ, თუმცა არა ახლა, არამედ 2 წლის შემდეგ.

ქუთაისში 25 კორპუსის აშენება იგეგმება, ამ დროისათვის ორი კორპუსია აშენებული.

 

 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი