|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ბიზნეს ფორუმისთვის ბიუჯეტიდან 130 292 ლარი დაიხარჯა

3-4 მაისს ქუთაისში საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი გაიმართა. ფორუმი მერიის ორგანიზებით მოეწყო. ნიუპრესის გაანგარიშებით, ორდღიანი ბიზნეს ფორმის მოწყობა ბიუჯეტს 130 292 ლარი დაუჯდა.

კონსოლიდირებული ტენდერის თანახმად,  მერიამ ინდმეწარმე ნინო გურეშიძისგან 5 386 ლარის სტიკერი შეიძინა.

სინქრონული თარგმნის მომსახურებაში ენ ჯი ჯორჯიას 6 456 ლარი გადაურუცხეს.

3 მაისს კვებითი მომსახურებისთვის მერიამ მაკა სილაგაძეს  27 352 ლარი გადაურიცხა.

30 825 ლარი დაჯდა პავილიონის მოწყობა, სამუშაოებისთვის ხელშეკრულება მერიამ კოტე მოსეშვილთან გააფორმა.

შპ „ჯორჯიან ივენსტს“  32 350 ლარი დაერიცხდა ორგანიზებისთვის.  

გახმოვანებისთვის 7 924 დაერიცხა შპს „ვესტ სერვისს“.

მოწვეული სტუმრების სასტუმროს მომსახურებითვის 20 000 ლარი გადაირიცხა სასტუმრო ბაგრატი 1003-ში.

ამასთან, ორმაისობას მიწვეული სტუმრების კვებისა და სასტუმროს მომსახურებისთვის მერიამ 37 000 ლარი დახარჯა. რაც შეეხება კონცერტებს ჰონორორაზე დაახლოებით 55 000 ლარი დაიხარჯა.

როგორც ტენდერშია მითითებული, საერთაშორისო ბიზნეს ფორუმზე მოწვეული სტუმრებისათვის დაიგეგმა ღონისძიებები. მათ შორის, 3 მაისს დაიგეგმა ღონისძიება აფხაზეთის სიმღერის სახელმწიფო ანსამბლის "შავნაბადას" მონაწილეობით.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა