|
  • EUR 1 = GEL 3.6232
  • USD 1 = GEL 3.2896
|

"ქუთაისში ბუნებრივი აირის შეწყვეტამ ელექტროენერგიაზე მოხმარება გაზარდა"

ქუთაისში ბუნებრივი აირის შეწყვეტამ ელექტროენერგიაზე მოხმარება 30%-ით გაზარდა, რამაც გარკვეული შეფერხება გამოიწვია.

ენერგო-პრო ჯორჯიას ტექნიკური სამსახური ქუთაისში საგანგებო რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.

კომპანიის ინფორმაციით, ქალაქში ელექტროენერგიის მოხმარება გაიზარდა, თუმცა ამ დრომდე, ელექტროენერგიის მიწოდების მასშტაბური წყვეტა ან ავარია არ მომხდარა.

კომპანიაში განმარტავენ, რომ მოხმარების უეცარმა ზრდამ გამოიწვია მხოლოდ ლოკალურად, ინდივიდუალური ტექნიკური პრობლემები.

ტექნიკური სამსახური ამ წუთებშიც საგანგებო რეჟიმში მუშაობს და განაგრძობს იქამდე, სანამ ქუთაისში ყველა აბონენტს სტაბილურად არ მიეწოდება ელექტროენერგია. რაც აქ შეეხება იმერეთს, ძირითადად პრობლემები მაღალმთიან სოფლებშია, თუმცა რეგიონში მობილიზებულია სპეც-ტექნიკა და მიმდინარეობს ელექტროენერგიის აღდგენითი სამუშაოები.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი