|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში, ბუხაიძის ქუჩაზე ავტოფარეხების ნაცვლად სპორტული მოედანი მოეწყობა

ქუთაისში ბუხაიძის ქუჩაზე ავტოფარეხების ნაცვლად სპორტული მოედანი მოეწყობა.  ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ბუხაიძის ქუჩის N 25 კორპუსში მცხოვრები მოქალაქეების მრავალწლიანი მოთხოვნა ქუთაისის ადგილობრივმა თვითმმართველობამ დააკმაყოფილა.

ამავე ინფორმაციის თანახმად, კორპუსის ეზოში განლაგებული ძველ ავტოფარეხების აღების სურვილი მოსახლეობამ გამოთქვა.   სანაცვლოდ  ადგილობრივი თვითმმართველობა ადგილზე მინი სტადიონს მაუწყობს. აღნიშნული გადაწყვეტილება ბუხაიძის N 25 კორპუსის მოსახლეობას დღეს ადგილზე, ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ გააცნო. მერის განცხადებით, ქალაქში ახალგაზრდებისთვის და ბავშვებისთვის მეტი მოედანი სკვერი და რეკრეაციული ზონა უნდა არსებობდეს, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

,,ქალაქში რაც შეიძლება მეტი რეკრეაციული ზონა და მწვანე ზოლი უნდა იყოს, ასევე გასართობი მოედნები და მოსასვენებელი პარკები. ბუხაიძის ქუჩის მცხოვრებლებს ძალიან მალე ადგილზე ახალი მოედანი ექნება. ვფიქრობ, მოსახლეობის მხრიდან ძველ ავტოფარეხებზე უარის თქმა და ადგილზე მოედნის აშენება ძალიან კარგი ინიციატივაა. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ მთელი ქალაქი მოვიცვათ. იყოს რაც შეიძლება მეტი მოსასვენებელი ადგილი, რეკრეაციული ზონა და მწვანე ზოლი, ასევე ხელი შევუწყოთ ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას,"-განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.

ქუთაისის ადგილობრივმა თვითმმართველობამ ავტოფარეხების დემონტაჟის პროცესი უკვე დაიწყო.

ავტორი: ნიუპრესი