|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ჩოგბურთის კორტები თანამედროვე სტანდარტებით მოეწყობა

ქუთაისში ჩოგბურთის კორტები ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ,  პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ  ლერი ხაბელოვმა და ჩოგბურთის ფედერაცის პრეზიდენტმა დაათვალიერეს.

ქუთაისში სპორტის ამ მიმართულებით მოსაწყობია როგორც დარბაზები, ასევე კორტები. სტუმრებმა აღნიშნეს, რომ ამ მიმართულებით ქუთაისს დაეხმარებიან. ასევე ისაუბრეს ქალაქში დახურული დარბაზს მოწყობაზე.
,,ჩვენ რაც შეგვიძლია საკანონმდებლო კუთხით დახმარებას აუცილებლად აღმოვუჩენთ ქუთაისს. როგორც ვნახეთ და გავიგეთ აქ ძალიან ბევრი ბავშვი მოდის სავარჯიშოდ,მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ რათა ბავშვები დავაკაოთ სპორტით“-აღნიშნა ლერი ხაბელოვმა.
კორტების თანმედროვე სტანდარტებით მოწყობის აუცილებლობაზე ისაუბრა ქუთაისის მერმა. შოთა მურღულიამ აღნიშნა ,რომ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება აუცილებელია, რათა ხელი შევუწყოთ სპორტის ამ სახეობის განვითარებას.

 აღნიშნულ ინფორმაციას ქუთაისის მერიის პრესსამსხური ავრცელებს

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა