|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცები დაცვის თანამშრომლის თხოვნას არ დაემორჩილნენ"

ქუთაისში, ბარ-რესტორან "სეზამში" ჩხუბის დროს დაშავებული დაცვის თანამშრომელი საავადმყოფოდან გაეწერა. როგორც კაფეს მენეჯერი ნინო კაპანაძე განმარტავს, დაშავებული მკურნალობას შინ აგრძელებს. კაპანაძის თქმით, შემთხვევა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეების ბარში შესლვის მცდელობას მოყვა.

"რამდენიმე მამაკაცი, რომლებიც ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, ბარში შემოსვლას და სასმელის შემოტანას ცდილობდნენ, მათ ადგილების არარსებობის და ბარში მყოფი სტუმრების უსაფრთხოების გამო უარი ეთქვათ, თუმცა დაცვის თანამშრომელს არ დაემორჩილნენ. მოხდა დამატებითი ჯგუფის გამოძახება. ეს ადამიანები გაიყვანეს ბარიდან და შემთხვევაც ბარის გარეთ მოხდა, "-განაცხადა ნინო კაპანაძემ.

დაცვის თანამშრომელი  გუშინ ცივი იარაღით დაჭრეს. გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა