|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში, დაზიანებული საკანალიზაციო მილი მოსახლეობას საფრთხეს უქმნის

 ქუთაისში, ავტოქარხანის დასახლებაში საკანალიზაციო მილია დაზიანებული.

ხარებავას ქუჩის #10 ბინის მცხოვრებლების განცხადებით, ბინის მიმდებარე ტერიტორია დაფარულია მილიდან გადმოსული ფეკალური მასებით. "შეუძლებელია ფანჯრების გაღება, ირგვლივ აუტანელი სუნი დგას. ბავშვების მოწამვლის გვეშინია, სარდაფები სავსეა დაბინძურებული წყლით, მომრავლებულია მღრნელები", - აცხადებენ ადგილობრივები.

მოსახლეობის პრობლემებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები გაეცვნენ.

როგორც ენმ-ს ახალგაზრდული ფრთის თავმჯდომარემ, ირაკლი ქანთარიამ განაცხადა, ეს ადამიანები უკვე დიდი ხანია უჩივიან პრობლემას.  მოსახლეობამ მრავალჯერ მიმართა შესაბამის სამსახურებს, მაგრამ უშედეგოდ.

საწინააღმდეგოს აცხადებენ გაერთიანებული წყალმომარაგების ქუთაისის სერვის ცენტრში. ხელმძღვანელის ირაკლი ტურძელაძიოს განცხადებით, პრობლემა უკვე გადაჭრილია - 100 მეტრამდე მილი გამოიცვალა. 

 

  

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა