|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში დედის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართა

ქუთაისში, მესხიშვილის თეატრში თეა კვერნაძის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. ლენტებით შესრულებული ყვავილები ავტორმა გაზაფხულს და დედის დღეს მიუძღვნა. მისი თქმით, ხელოვნების ამ დარგით ერთი წლის წინ დაინტერესდა და მას შემდეგ აქტიურად მუშაობს. 

"ერთი წელია, რაც ვმუშაობ, და ვქმნი ყვევილების  კომპოზიციებს.  ამ გამოფენით ყველა დედას ვულოცავ დედის დღეს",-განაცხადა თეა კვერნაძემ.

ის პროფესიით კომპიუტერული პროგრამების დიზაინერია. პარალელურად ქმნის ნახატებს. დღეს 30-ზე მეტი კომპოზიცია გამოიფინა. ახალგაზრდა შემოქმედის პირველი გამოფენა მერიის კულტურის განყოფილების მხარდაჭერით გაიმართა. განყოფილების მთავარი სპეციალისტის თამთა თურმანიძის თქმით, ცდილობენ ხელი შეუწყონ ქალაქში მცხოვრებ ქალბატონებს, მათი ნამუშევრები თვალსაჩინო გახადონ და დააინტერესონ ფართო საზოგადოება.

 

 

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა