|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში დევნილებისთვის 320 ბინიანი სახლის მშენებლობა იგეგმება

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ მუნიციპალიტეტების მერებთან შეხვედრა გამართა და მიმდინარე საკითხების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

გუბერნიის ინფორმაციით, შეხვედრაზე 12–ვე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა დეტალურად წარმოადგინეს ინფორმაცია იმ საკითხების შესახებ, რომელსაც რწმუნებულის პირველი მოადგილე უწევს კურატორობას.

 დღესვე, რეგიონში დაგეგმილი და განსახორციელებელი პროექტების შესახებ კიდევ ერთი შეხვედრა მოეწყო.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილეს და მუნიციპალიტეტების მერებს დევნილთა გრძელვადიანი განსახლების პროგრამების, სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, ქუთაისში, ამჟამად მიმდინარეობს 480 ბინიანი, სამი შეწყვილებული კორპუსის მშენებლობა დევნილი ოჯახისთვის, აღმაშენებლის ქუჩაზე მენაშენეებისგან შეძენილია 245 ბინა და უახლოეს მომავალში დამატებით, კიდევ 320 ბინიანი სახლის მშენებლობა დაიწყება შერვაშიძის ქუჩაზე.

წყალტუბოში კი ჯამში, მიმდინარეობს 560 ბინიანი 8 კორპუსის მშენებლობა. მშენებლობის დასრულების შემდგომ, ეტაპობრივად, ქუთაისსა და წყალტუბოში არაერთი ნგრევადი ობიექტი დაიხურება. აღსანიშნავია, რომ წყალტუბოში სრულად დაიხურება ყველა ავარიული სანატორიუმი და იქ მცხოვრებ ოჯახებს ბინები ახალაშენებულ კორპუსებში გადაეცემათ. სიცოცხლისა ან ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ობიექტების დახურვა სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.

2013 წლიდან, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე, საქართველოს მასშტაბით, 100-ზე მეტი ნგრევადი შენობა დაიხურა და იქ მცხოვრებ 2000-მდე დევნილ ოჯახს ბინა ახალაშენებულ კორპუსებში გადაეცა.

 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა