|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში დევნილი ოჯახებისთვის 5 კორპუსი შენდება

ქუთაისში დევნილი ოჯახებისთვის 800 ბინა შენდება ქუთაისში, შერვაშიძის ქუჩაზე 800 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, 5 კორპუსი შენდება.

სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი, მუნიციპალური განვითარების ფონდის პროგრამის ხელმძღვანელი ჯაბა სირბილაძე და ქუთაისის მერის მოადგილე ირაკლი ქარქაშაძე ადგილზე გაეცნენ.

 სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა აღნიშნა, რომ ქუთაისში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინის მიღების მსურველი დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება უკვე დაიწყო და 7 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.

იძულებით გადაადგილებული ოჯახებს განაცხადის გაკეთება სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში და ქვეყნის მასშტაბით არსებულ ნებისმიერ იუსტიციის სახლში შეუძლიათ.

ხუთი, 16-სართულიანი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კორპუსის სამშენებლო სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა