|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დიდთოვლობის გამო ქუთაისის გზებზე შეზღუდვები არ არის

ქუთაისში დიდთოვლობის გამო შეზღუდვები ჯერჯერობით არ  ფიქსირდება.  როგორც  ააიპ „სპეციალური სერვისების“ დირექტორი  გელა გაგუა  აცხადებს, გაწმენდითი სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

„მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა გაწმენდითი სამუშაოები. ცენტრალურ უბნებში მოხდა  მარილისა და ინერტული მასალის დაყრა.  რაც შეეხება პერიფერიულ უბნებს, მათ გაწმენდასაც უახლოეს  დროსი დავიწყებთ.  ამ დროისთვის შეფერხება არც ერთ ქუჩაზე არ ფიქსირდება. ოთხი სპეცტექნიკა მუშაობს",-განაცხადა გელა გაგუამ.

სინოპტიკოსების პროგნოზირებით, 1 თებერვლამდე ქვეყნის მასშტაბით ცუდი ამინდია მოსალოდნელი.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი