|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში დოკუმენტურ-მხატვრული ფილმის „მედეას ერი“ პრეზენტაცია გაიმართება

ქუთაისში,დემოკრატიის ჩართულობის ცენტრში, 30 დეკემბერს,პარასკევს 14:00 საათზე, მედეა ასათიანის დოკუმენტურ-მხატვრული ფილმის „მედეას ერი“ პრეზენტაცია გაიმართება.
ფილმი ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა რეჟისორმა, მედეა ასათიანმა საკუთარი სახსრებით გადაიღო. რეჟისორის გათვლა არის ის, რომ ქართველი ქალების როლი დაანახოს საერთაშორისო საზოგადოებას, თუ რა ძლიერი ქალები ყავდა ჩვენს ქვეყანას. ფილმში ასევე საუბარია დღევანდელ რეალობაზე.
დოკუმენტურ-მხატვრულ ფილმში აღწერილია შვიდი ქალის: მედეას, წმინდა ნინოს, შუშანიკის, თამარ მეფის, ქეთევან დედოფლის, მაია წყნეთელისა და მარიამ დედოფლის ცხოვრების ამსახველი მნიშვნელოვანი დეტალები. შვიდი ქალის განსახიერება ქუთაისელმა მსახიობმა ელზა სულაძემ შეძლო.
რეჟისორი ფილმს ამერიკაში წარადგენს.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება.

ავტორი: ნიუპრესს

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა