ქუთაისში დროშის დგარის მოსაწყობად 50 ათასი ლარამდე თანხა დაიხარჯება
ქუთაისის მერიამ ნიკეას ქუჩაზე დროშის დგარის მოწყობის მიზნით ტენდერი კიდევ ერთხელ გამოაცხადა. ამჯერად (NAT190025060)სატენდერო პირობებით მხოლოდ შ.პ.ს. "ნიუ-იბერია" დაინტერესდა.
ქუთაისში რეგისტრიტებულ ფირმა, რომლის დირექტორეია მანანა მარუაშვილია, დროში დგარის დადგმის სანაცვლოდ 49 959 ლარს მიიღებს. აღნიშნული დროშის დგარი, რომლის სიმაღლე 46,5 მეტრია, ქუთაისის მერიამ ინდური დეველოპერული კომპანიისგან "სითი ქონსთრაქშენი" მიიღო.
კომპანიამ დროშის დგარის მოწყობა 60 დღის ვადაში უნდა მოახდინოს.
შეგახსენებთ, მერიამ აღნიშნული დროშის დგარის დასადგმელად ტენდერი უკვე მრავალჯერ გამოაცხადა, ბოლო ჯერზე განაცხადი საკრებულოს წევრის ოჯახის კუთვნილმა კომპანიამ შეიტანა, თუმცა საბოლოოდ, მერიამ კომპანიასთან ხელშეკრულება არ გააფორმა.
ავტორი: ნიუპრესი