|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ე.წ მაუდის ბაღის დემონტაჟი მოხდება

ქუთაისში ე.წ მაუდის ბაღის დემონტაჟი მოხდება.  ადგილობრივების ინფორმაციით, საბავშვო  ბაღის ადგილზე სხვა ობიექტის მშენებლობა იგეგმება. აღნიშნული ინფორმაცია უარყო ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ. მისი თქმით, ადგილზე ისევ საბავშვო ბაღი  განთავსდება.

„ლევან სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით  29-ე საბავშვო  ბაღის რეაბილიტაცია  შეუძლებელია, ამიტომ მოხდება დემონტაჟი. დასკვნის საფუძველზე  ჩვენ არ გვაქვს უფლება მისი შეკეთება განვახორციელოთ, ვინაიდან სახიფათოა. შენობის დემონტაჟი განხორციელდება და ახალი ბაღი აშენდება“,- განაცხადა მურღულიამ.

ამ დროისთვის ქუთაისის #29-ე საბავშვო ბაღის ფილიალი კერძო სახლშია განთავსებული.  #29-ე საბავშვო ბაღი ქუთაისში, ჩეჩელაშვილის ქუჩაზე მდებარე ორსართულიან შენობაში იყო განთავსებული.

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი