|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში "ეროვნული სამოსის დღე" აღინიშნა

ქუთაისში "ეროვნული სამოსის დღე" აღინიშნა.  ღონისძიების მიზანი ქართული ტრადიციული სამოსის პოპულარიზაცია. იდეის ავტორებმა  მსურველებთან ერთად, ქართული ტრადიციული სამოსი მოირგეს და თეთრ ხიდზე კონცერტი გამართეს. ღონისძიებაზე შესრულებული იყო ქართული სიმღერები, ასევე წაიკითხეს რამდენიმე ლექსი.

"ძალიან მომწონს ტრადიციული სამოსით სიარული. ეს დღე ჩემთვის მნიშვნელოვანი და სახალისოა. მიხარია,  რომ  "ეროვნული სამოსის დღე" აღინიშნება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია  ჩვენი კულტურის პოპულარიზაციისთვის. ყოველდღიურად ამ სამოსით გადაადგილება გამიჭირდება, თუმცა, დღეს თავს კომფორტულად ვგრძნობ",- განაცხადა ღონისძიების ერთ-ერთმა მონაწილემ თამარ ფირცხალავამ.

"ეროვნული სამოსის დღე"  18 მაისს აღინიშნება, თუმცა ეს დღე ოფიციალურ დღესასწაულად გამოცხადებული ჯერჯერობით არ არის.

 

 

 

 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა