|
  • EUR 1 = GEL 3.2784
  • USD 1 = GEL 2.9688
|

"ქუთაისში ერთიან ეროვნულ გამოცდებში საუკეთესო შედეგი ცოტნე ბაბუნაშვილმა მიიღო"

ქუთაისში ეროვნული გამოცდების შედეგებით საუკეთესო  შეფასება ცოტნე ბაბუნაშვილმა მიიღო. ინფორმაციას მიღებული ქულების გამოთვლით, აბიტურიენტის მამა, წერეთლის უნივერსიტეტის ლექტორი ანზორ ბაბუნაშვილი ავრცელებს.

როგორ ჩვენთან საუბარში აცხადებს, ცოტნე ბაბუნაშვილმა ყველა გამოცდაში მაღალი შეფასება მიიღო და სარეიტინგო ქულებით, ქუთაისში საუკეთესოა.

"უნარებში 80 ქულიდან 77 მიიღო, ინგლისურში 80-დან 80 აიღო, მათემატიკაში 59-დან 58, ქართულში 70 ქულიდან -65, საერთო რაოდენობით 97 %-ია. საგამოცდო ცენტრში მითხრეს, რომ ამგვარად არ ხდება მათ მიერ დათვლა და მონაცემების გამოქვეყნება, ამიტომ ეს ჩვენი გამოთვლაა, თუმცა ჩვენ გვაქვს იმ ბავშვების მონაცემები, რომელთაც კონკრეტულ საგანში მიიღეს უმაღლესი ქულები და მათი საერთო ქულების რაოდენობა, შედარებით დაბალია"-აცხადებს ანზორ ბაბუნაშბილი.

ცოტნე ბაბუნაშვილმა №41 ფიზიკა-მათემატიკის სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა. სწავლის გასაგრძელებლად არჩევანი "თავისუფალ უნივერსიტეტზე" გააკეთა.

ავტორი: ნიუპრესი