|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში "ევროპული საქართველოს" ოფისის დარბევა სცადეს

ქუთაისში "ევროპული საქართველოს" ოფისის დარბევა სცადეს. ინფორმაცია ბრიფინგზე ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ოთარ კახიძემ გაავრცელა.

მისი თქმით, დღეს აღმოაჩინეს ოფისის კედელზე განთავსებული ბანერი დაზიანებული იყო, სათვალთავლო კამერების ჩანაწერებში კი ჩანს, როგორ მიდის ახალგაზრდა მამაკაცი და მინას ქვებს ესვრის.

ოთარ კახიძის თქმით, მამაკაცი იდენტიფიცირებულია, ადგილზე უკვე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები.

ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მომხდარს არჩევნებს უკავშირებს და აცხადებს, წინასაარჩევნო პერიოდი დაძაბული იქმება.

"უკვე ცხადია, რომ არჩევნების თარიღის მოახლოებასთან ერთად მსგავსი ინციდენტები კიდევ უფრო მოიმატებს. "ქართული ოცნების" მიერ არ ხდება ძლადობრივ ფაქტებზე სათანადო რეაგირება, რაც მათი აქტივისტებისთვის ერთგვარი წახალისებაა. ვიმედოვნებ, რომ სამართალდამცველები ამჯერად   სათანადოდ იმოქმედებენ", - განაცხადა ოთარ კახიძემ. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი