|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღნიშნეს

ფაშიზმზე გამარჯვების 72 წლისთავის აღსანიშნავად სამამულო ომის ვეტერანები, ადგილობრივი და სამხარეო  ხელისუფლების წარმომადგენლები, მაჟორიტარი დეპუტატები დაღუპული გმირების მემორიალთან შეიკრიბნენ.

"დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, ფაშიზმზე გამარჯვების დღესასწაული, საქართველომ ამ ომში პროცენტულად ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღო. ჩვენი მოვალეობა ამ ადამიანების ხსოვნას პატივი მივაგოთ.  ყოველწლიურად საქართველოს მასშტაბით ხდება ვეტერანებისათვის ფულადი ჯილდოს გადაცემა, ჩვენ თავს ვალდებულად ვთვლით, რომ ჩვენის მხრიდანაც დავასაჩუქროთ ეს ადამიანები",- განაცხადა  ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ.

ქალაქის ბიუჯეტიდან 30 ვეტერანი დასაჩუქრდა,  თითოეულს 1000 ლარი გადაეცა. ცენტრალური ბიუჯეტიდან კი ვეტერანებმა  600 ლარი მიიღეს.  

იმერეთის გუბერნატორის გივი ჭიჭინაძის განცხადებით კი, იმერეთში სამამულო ომის 142  ვეტერანი დარჩენილი, რომლებსაც ასევე გადაეცემათ ფულადი ჯილდო.

მემორიალთან შეკრებულმა  ვეტერანებმა ომის დღეები და გამარჯვების სიხარული გაიხსენეს.

 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი