|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ფეხბურთის ფინალურ მატჩს საქართველოს პრეზიდენტი დაესწრება

ქუთაისი 18 მაისს "რამაზ შენგელიას" სახელობის ცენტრალური სტადიონზე  დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის  გათამაშების ფინალურ მატჩს უმასპინძლებს.
საპატიო ტიტულისათვის ერთმანეთს ბოლნისის "სიონი" და თბილისის "დინამო" შეხვდებიან. თამაში 19:00 საათზე დაიწყება. ფინალს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დაესწრება. 

მატჩს ასევე დაესწრება სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი.

17 მაისს გუნდები წინასაფინალო ვარჯიშებს ჩაატარებენ. 19:00 საათზე "დინამო" გავა ქუთაისის ცენტრალური სტადიონის მოედანზე, 20:00 საათზე კი "სიონი" ივარჯიშებს.

19:45 საათზე გუნდების მწვრთნელები, იური იარაბეკი და არმაზ ჯელაძე მატჩისწინა ერთობლივ პრესკონფერენციას ჩაატარებენ.

დასწრება თავისუფალია.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა