ქუთაისში გაჩენილი ხანძრის შედეგად ბიუჯეტს 15 000 ლარის ზარალი მიადგა
ქუთაისის მერიის სამხედრო სამსახურის შენობაში გაჩენილი ხანძრის შედეგად ბიუჯეტს 15 000 ლარამდე ზარალი მიადგა.
მერიაში განმარტავენ, რომ ამ დროისთვის უკვე შეკეთდა სახურავი. რაც შეეხება დამატებით სამუშაოებს, მიმდინარე კვირაში დაიწყება.
თანხის გახარჯვა, სავარაუდოდ, სარეზერვო ფონდიდად მოხდება.
მერიის სამხედრო სამსახურის შენობაში ხანძარი 9 მარტს გაჩნდა. დაიწვა სამსახურის უფროსის მოადგილის სამუშაო კაბინეტი, ასევე დაზიანდა ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო.
ქუთაისში სამხედრო სამსახურის შენობაში ხანძარი გაჩნდა
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროში ჭერი ჩამოინგრა
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა