|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში გაფიცულ მუშებს პროფკავშირის წარმომადგენლები შეუერთდებიან

  ქუთაისში შპს ,,ამბიკონ სტილზი"-ს მეტალურგების ფაგიცვის ფაქტს  საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირი ეხმიანება.

პროფკავშირის პრეზიდენტის თამაზ დოლაბერიძის განცხადებით,  ,,ამბიკონ სტილზი"  ის ქარხანაა, რომელმაც 2011 წლის სექტემბერში მეტალურგთა კანონიერი გაფიცვა პოლიციამ არაპროპორციული ძალით დაარბია. მაშინ ქარხანას ,,ჰერკულესი" ერქვა და შპს ,,ევრაზიანსტილსი" ოპერირებდა.

 "ესიგივე სიმბოლურია რომ ეს იგივე ქარხანაა, რომელსაც ადრე  "ჰერკულესი ერქვა და სხვა ოპერატორი მართვდა. გავიდა 8 წელი და არაფერი შეცვლილა, იგივე პრობლემებს აყენებენ დასაქმებულები. ეს მიუთითებს,  თუ რამდენად დაურეგულირებელია შრომითი ურთიერთობები. იგივე სიტუაცია გვაქვს არგვეთას, ნახშირღელეს და ფოთის მეტალურგიულ ქარხანაში. საშინლად  დაბალი შრომითი სტანდარტებია,  ამასთან დასაქმებულებს არ აძლევენ  უფლებას პროფკავშირში გაწევრიანდნენ და თავიანთი უფლებები დაიცვან"-განაცხადა თამაზ დოლაბერიძემ.

მისივე განცხადებით, ქუთაისელი მეტალურგების გაფიცვის პროცესში სრულად არის ჩართული საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ქუთაისის ოფისის წარმომადგენლობა და გაფიცულებს სრულ იურიდიულ კონსულტაციას უწევს.

გაფიცულების მოსანახულებლად ხვალ დილით ჩავლენ ტყიბულის, ჭიათურის და ზესტაფონის პროფკავშირის ლიდერები და აქტივისტები.

ამჟამად ქარხანაში 200-ზე ოდნავ მეტი საქართველოს და 60-მდე ინდოეთის მოქალაქე მუშაობს.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა