|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში გარეგანათების ბიუჯეტს 928 100 ლარი დაემატა

ქუთაისში გარეგანათების შეცვლა მიმდინარეობს. წელს  3 850 სანათის მონტაჟი მოხდება. გარე განათებები დიოდური სანათებით (LED ტიპის) იცვლება. მიმდინარე სამუშაოების ბიუჯეტს მერიამ 928 100 დაუმატა. თანხის მატება იმ ეკონომიების ხარჯზე მოხდა, რაც ბიუჯეტში განხორციელდა.

როგორც მერმა საკრებულოს სხდომაზე განმარტა, ახალი სანათების დამონტაჟება მისი ენერგოეფექტურობის გამო ხდება. შოთა მურღულიას განცხადებით, ძველი სანათები გაცილებით ძვირი უჯდება ბიუჯეტს, ამიტომ მოხდა შეცვლა.

გარეგანათების შეცვლის გამო შენიშვნა ჰქონდა საკრებულოს "ნაციონალ" დეპუტატს გია უკლებას, რომლის განცხადებითაც, მერია წინააღმდეგობაში მოდის საკუთარ ქმედებასთან, რადგან თუ იცოდა, რომ ნათურები არაფექტური იყო, თავიდანე არ უნდა დაემონტაჟებინა და ზედმეტი თანხა არ უნდა დახარჯულიყო.

ქუთაისის მერის განცხადებით, გარეგანათება ბოლოს სამი წლის წინ შეიცვლა, რაც შეეხება ახალ განათებებს, ელექროენერგიის ხარჯვის 50 % იან ეკონომიას გამოიწვევს.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა