|
  • EUR 1 = GEL 3.4576
  • USD 1 = GEL 3.1794
|

"საერთაშორისო ბრენდის შემოსვლა ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას"

იმერეთში  ფრანგული გავლენიანი ღვინისა და რესტორნების გზამკვლევი ბრენდი Gault & Millau შემოვიდა. მსოფლიო კულინარიული გიდის რეგიონში შემოსვლის აღსანიშნავად ქუთაისში გამართულ ღონისძიებაზე  სტუმრებს გო ე მიოს ნომინირებული რესტორნების შეფ-მზარეულებმა ადგილობრივ მენიუზე შექმნილი და ინტერპრეტირებული კერძები წარმოუდგინეს.

 შეხვედრას იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე სოსო ხახალეიშვილი, ქუთაისის ვიცე მერი ნინო თვალთვაძე და ადგილობრივი ტურისტული სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, იმერეთში საერთაშორისო ბრენდის შემოსვლა ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას. 

"წელს ჩვენ ველოდებით ტურისტების დიდ ნაკადს და მათ შესაბამისი სერვისი უნდა შევთავაზოთ,  ამ თვალსაზრისით გავლენიანი ტურისტული გზამკვლევის შემოსვლა იმერეთში მნიშვნელოვანი მოვლენაა. საერთაშორისო ბრენდის შემოსვლა ხელს შეუწყობს ჩვენი იმერული და ქართული გასტრონომიის განვითარებას", -განაცხადა სოსო ხახალეიშვილმა.

 ღონისძიება იმერეთის დანიშნულების მართვის ორგანიზაციის მხარდაჭერით მოეწყო.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა აიღონ თუ არა ქუთაისში კიკვიძის ძეგლი?

კი - 41.3%
არა - 47.79%
არ იცი - 10.91%
სულ - 678 ხმა