|
  • EUR 1 = GEL 3.596
  • USD 1 = GEL 3.2816
|

ქუთაისში გაზეთ "უქიმერიონის" და საზოგადოება "ქუთაისელის" 30 წლის იუბილე აღინიშნა

ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაზეთ "უქიმერიონის" და საზოგადოება "ქუთაისელის" დაარსებიდან 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაში ადგილობრივი შემსრულებლები და ქორეოგრაფიული ანსამბლები მონაწილეობდნენ.
საიუბილეო საღამოს ქუთაის-გაენათის ეპარქიის მეუფე იოანე გამრეკელი, სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე იმერეთში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მიწვეული სტუმრები დაესწრენ. მათ გაზეთის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და მას წარმატებები უსურვეს.
საღამოს ორგანიზატორია იმერეთში მწერალთა კავშირის თავმჯდომარე, პოეტი თემურ ლანჩავა.
 
საზოგადოება "ქუთაისელი" ქუთაისში 1990 წელს 30 წლის წინ დაარსდა და მისი პირველი პრეზიდენტი ლევან სვანაძე იყო, ბოლო ათი წელია კი საზოგადოებას მწერალი და საზოგადო მოღვაწე თეიმურაზ ლანჩავა ხელმძღვანელობს.
ამავე წელს დაარსდა გაზეთი, "უქიმერიონი“, რომლის მთავარი რედაქტორი თეიმურაზ ლანჩავაა.
გაზეთის რედკოლეგის წევრები სხვადასხვა დროს იყვნენ ოტია იოსელიანი, ზურაბ კუხიანიძე, ლილი ნუცუბიძე.
 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა აიღონ თუ არა ქუთაისში კიკვიძის ძეგლი?

კი - 41.83%
არა - 47.18%
არ იცი - 10.99%
სულ - 655 ხმა