|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში გიორგი კეკელიძის წიგნის Lilos Angeles პრეზენტაცია გაიმართა

გიორგი კეკელიძის ახალი წიგნის - Lilos Angeles პრეზენტაცია ქუთაისში გაიმართა. ღონისძიება "ორმაისობის" ფარგლებში პირველის საჯარო სკოლის წინ გამართული წიგნების გამოფენა-გაყიდვის ფორმატში მოეწყო. 

გიორგი კეკელიძის პერსონამ და მისმა წიგნმა საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია.

"ვულოცავ  დღევანდელ დღეს ქუთაისელებს, ჩემს საყვარელ ქალაქს, კულტურული თვალსაზრისით, მართლაც  ერთ-ერთ ცენტრალურ ქალაქს. დღეს აქ ჩემი წიგნის წარდგენა გაიმართა, აღსანიშნავია, ამ წიგნის პრეზენტაცია ჯერ თბილისშიც არ ყოფილა. მსიამოვნებს, რომ ბევრი ადამიანია მოსული. ძალიან გამეხარდება, თუ ქვეყნის დეცენტრალიზაცია მოხდება და ქუთაისში, რაც შეიძლება მეტი ღონისძიება გაიმართება.

 რაც შეეხება წიგნს, ეს არის 90 -იან წლებსა და იმ თაობის ტრაგედიაზე, რომელსაც მე წარმომვადგენ. ამ ყველაფრის მხატვრული გააზრება, მაგრამ რეალურად ფაქტები, რომელიც აქ არის მოტანილი, ალბათ, ყველას იმ არც თუ მთლად სასიამოვნოდ გასახსენებელ წლებს მოაგონებს", -განაცხადა გიორგი კეკელიძემ "ნიუპრესთან" საუბარში.

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა