|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში "ბიბლიურმა თავისუფლებამ" 5 მღვდელმსახური აკურთხა

ქუთაისში „გირჩის" მიერ დაფუძნებულმა  "ბიბლიურმა თავისუფლებამ“  5 მღვდელმსახური  აკურთხა. როგორც „გირჩის“  ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი თემურ ცამციშვილი „ნიუპრესთან“ საუბარში აცხადებს, „ბიბლიურმა თავისუფლებამ“ ქუთაისში პოპულარობა მალევე მოიპოვა.   

„ქუთაისში 5 ადამიანს მივეცით სერთიფიკატი და მოვუგვარეთ სამხედრო სამსახურის სავალდებულო გაწვევის პრობლემა. მოთხოვნა და ინტერესი დიდია.  ველოდებით თბილისიდან სერთიფიკატებს, რომ სხვა მსურველებიც დავარეგისტრიროთ",-განაცხადა ცამციშვილმა.

 მისი თქმით,  ორგანიზაცია  მსურველებს აკურთებს და აძლევს სერთიფიკატებს: 

"ვაძლევთ მღვდელის სტატუსს და კანონმდებლობით  ამ სტატუსის მქონე ადამიანებს სახელმწიფო ვეღარ თხოვს  სამხედრო სავალდებულო სამსახურს“.

შეგახსენებთ, რომ პარტიის წევრებმა იმ ახალგაზრდების დასახმარებლად, რომლებსაც ჯარში წასვლა არ უნდათ, ასეთი  გამოსავალი იპოვეს - რელიგიური ორგანიზაცია დააფუძნეს.  საქართველოს კონსტიტუციის  30-ე  ქვეპუნქტის მიხედვით, წვევამდელს სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადდება, თუ ის არის მღვდელმსახური, ან სწავლობს სასულიერო სასწავლებელში.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა