|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში გოგი წულაიას მხარდამჭერი აქცია გაიმართა

ქუთაისში გოგი წულაიას მხარდამჭერი აქცია გაიმართა.  დაკავებული პოლიტიკოსის მეგობრები იმერეთის სამხარეო პოლიციის შენობასთან შეიკრიბნენ.

აქციის მონაწილეების თქმით, წულაია პოლიტიკური პატიმარია და ის აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს.

აქციის მონაწილეების თქმით, პოლიტიკოსი ციხიდან აპროტესტებს ნამოხვანში მიმდინარე პროცესებს.

,,გოგი წულაიას გათავისუფლების მოთხოვნით ჩვენ კამპანიას დიდი ხანია ვაწარმოებთ, მაგრამ დღეს პოლიტპატიმართან ერთად ვატარებთ ამ აქციას", -განაცხადა ლეიბორისტული პარტიის წევრმა ლაშა ჩხარტიშვილმა. 

შეგახსენებთ, გოგი წულაია 17 მარტს დააკავეს.  მის წინააღმდეგ საქმე 138-ე მუხლით არის აღძრული. პოლიტიკოსი წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა